CRRC-ს კვლევის მიხედვით, რომელიც მოსახლეობის განწყობებს ასახავს, 2019 წელს ბოლო ათწლეულში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა ყველაზე დაბალია.
კერძოდ, კითხვაზე, რამდენად ენდობით ან არ ენდობით სასამართლო სისტემას, გამოკითხულთა 17% ამბობს, რომ საერთოდ არ ენდობა, 20 % კი – ძირითადად არ ენდობა. შედარებისთვის, 2017 წლის მონაცემებით, სასამართლოს საერთო გამოკითხულთა 11% არ ენდობოდა, ძირითადად კი 16 პროცენტს არ ჰქონდა ნდობა.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს, ზოგს უპირატესობას ანიჭებს, ზოგს კი -არა, როცა წინა კვლევის მიხედვით, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, ამ კითხვაზე მსგავსი პასუხი გამოკითხულთა 58-მა პროცენტმა გასცა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით; გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს; გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.
ცდომილება:
- 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
- 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
- 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
- 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%