
Express Card-ზე საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების შემთხვევაში, 55 დღეში თანხის უკან დაბრუნებისას მომხმარებელი პროცენტს არ გადაიხდის.
Express Card-ზე დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
Express Card-ზე განვადების დამტკიცებისას მომხმარებელი, ბაზარზე არსებული ყველა ტიპის განვადებაზე უფრო სწრაფად, შეძლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას. Express განვადებით სარგებლობა მარტივია. მომხმარებელს პირდაპირ Express Card-ზე დაუმტკიცდება Express განვადება. ამის შემდეგ მომხმარებელი მივა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც შესაძლებელი იქნება Express განვადებით სარგებლობა და სასურველი ნივთის არჩევის შემდეგ ანგარიშსწორებას მარტივად, საკუთარი Express Card-ით მოახდენს.
აღსანიშნავია, რომ Express Card-ით ყოველი გადახდისას მომხმარებელი აგროვებს Express ბონუს ქულებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია უფასო მგზავრობაზე, მობილურის ბალანსზე, კომუნალურ და სხვა მომსახურებაზე.
31 ივლისის ჩათვლით ის, ვინც აიღებს განახლებულ Express Card-ს უფასოდ, გადაეცემა 1000 Express ბონუს ქულა საჩუქრად. Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად შესთავაზებს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს.