ახალი ამბები

ბრალდებულები არასრულწლოვანს პროსტიტუციას აიძულებდნენ – შსს

30 იანვარი, 2020 •
ბრალდებულები არასრულწლოვანს პროსტიტუციას აიძულებდნენ – შსს

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულები 16 წლის მოზარდს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.

სამივე ბრალდებული – დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი -პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი