ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა

29 იანვარი, 2020 • 2153
კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ პოზიციას გამსაკურდია 2019 წლის ნოემბრიდან იკავებს და მას აქვს ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, რის საფუძველზეც შეირჩა ამ პოზიციაზე

ამასთან, საგარეოში აცხადებენ, რომ გაითვალისწინეს გერმანიასთან მისი კავშირებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი