ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა – ძმა

20 დეკემბერი, 2019 • 1892
ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა – ძმა

კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მეორე ოპერაცია დასრულდა, თუმცა მისი მდგომარეობა, ზოგადად, ძიმეა.

„ოპერაცია დასრულდა. ბატონი არჩილი თვლის, რომ წარმატებულად, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავსო. მდგომარეობა ზოგადად მძიმეა. ესა თუ ის პრობლემა თავს როდის იჩენს, ამას ვერ ვიტყვითო. ეს იმიტომ, რომ საქმე გვაქვს სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობით ტრავმასთან. უახლოესი რამდენიმე დღე კრიტიკულია, შესაძლოა კვირას, ასეთ შემთხვევაში პროგნოზი რთულია“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია გუშინ საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა.

ქირურგი, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია გაუკეთა, აცხადებს, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია და მრავლობითი დაზიანება აქვს.

პარალელურად მიმდინარეობს მისი დაჭრის ფაქტის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი