ახალი ამბები

გამსახურდია ადასტურებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად ინიშნება

11 იანვარი, 2024 • 1680
გამსახურდია ადასტურებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად ინიშნება

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

გამსახურდიას თქმით, მას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა.

როდის დაინიშნება გამსახურდია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.


დღეს, 11 იანვარს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უთხრა, დროა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა” – წერს კეკელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი