ახალი ამბები

“ვერავინ აუვლის გვერდს კანონს” – გახარია რუსეთის დელეგაციაზე

29 იანვარი, 2020 •
“ვერავინ აუვლის გვერდს კანონს” – გახარია რუსეთის დელეგაციაზე

“ერთმნიშნელოვნად გეტყვით, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა შემთხვევაში, აი, ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისად. ვერავინ აუვლის გვერდს საქართველოს კანონმდბელობას”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა ევროსაბჭოს მინისტერიალზე თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც სტრასბურგში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“საქართველო გახლავთ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და ესეც ფაქტია. სამწუხაროდ, რუსეთს ევროსაბჭოში წევრობა აღუდგა. ახლა დავბრუნდეთ უკან, ვერავინ, ვინც არ უნდა განაცხადოს ეს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. მოვა ის დროც და ყველაფერი კანონმდებლობის სრული შესაბამისობით იქნება გაკეთებული”, – განაცხადა გახარიამ.

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი