ახალი ამბები

ზონალურ-საათობრივი პარკინგი ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება – კალაძე

29 იანვარი, 2020 • 823
ზონალურ-საათობრივი პარკინგი ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება.

მანამდე ზონალური პარკირება მხოლოდ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე და ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოქმედებდა, სადაც 1 საათით ავტომობილის გაჩერება 1 ლარი ღირს. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თანამშრომლებს მოუწოდა, მოსახლეობას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით:

“შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ზონალურ-საათობრივი პარკინგი დავნერგოთ, არის ბარათაშვილის ქუჩა. 10 მარტიდან ვიწყებთ ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას და ჩემი თხოვნა იქნება, რომ სრული ინფორმაციული უზრუნველყოფა იყოს მოსახლეობის.

იქ მცხოვრები ადამიანებისთვის პარკირება იქნება უფასო, თუმცა მათ უნდა მიმართონ თუნდაც საინფორმაციო ჯიხურს, რომელიც იქ იქნება განთავსებული. არსებობს ასევე სპეციალური ვებგვერდი, სადაც უნდა მოახდინონ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირება. ასევე შშმ პირთა და ელექტრომობილებისთვის არის უფასო”, – ამბობს კალაძე.

1 საათი = 1 ლარი – ლესელიძეზე ზონალური პარკინგი ამოქმედდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი