ახალი ამბები

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება პეკინის გამზირზე იგეგმება

15 ივლისი, 2020 • 1110
ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება პეკინის გამზირზე იგეგმება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკინგის სისტემა დაინერგება. ამ მიზნით 10 აგვისტოდან მერია პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურების განთავსებას გეგმავს, სადაც მოქალაქეები პარკირების ახალი სისტემის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

კალაძის თქმითვე, ზონალურ-საათობრივმა პარკინგმა წარმატებით იმუშავა კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“ადგილობრივი მოსახლეობა, ვისაც ავტომობილი ჰყავს, ამ სისტემაში აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს. სწორედ ამიტომ ხდება საინფორმაციო ჯიხურების განთავსება, რათა დავეხმაროთ ადამიანებს. მოქალაქეებმა საკუთარი ავტომობილი უნდა დაარეგისტრირონ და ამის შემდეგ მათთვის კონკრეტული საპარკინგე ადგილები უფასო იქნება.

რაც შეეხება სხვა რაიონებიდან შემოსულ ადამიანებს, მათ შემთხვევაში პარკინგი ფასიანი იქნება. ერთი საათი- 1 ლარი. პარკინგი უფასო იქნება შშმ პირთათვისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. 10 სექტემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება სავალდებულო იქნება იმ კონკრეტულ ქუჩებზე, რომელზეც ვსაუბრობთ” ,- აცხადებს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი