ახალი ამბები

1 საათი = 1 ლარი – ლესელიძეზე ზონალური პარკინგი ამოქმედდა

1 აგვისტო, 2019 • 3995
1 საათი = 1 ლარი – ლესელიძეზე ზონალური პარკინგი ამოქმედდა

ზონალური საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი დღეიდან კოტე აფხაზის ქუჩიდან (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) ამოქმედდა. მანქანის პარკირება 1 საათის განმავლობაში 1 ლარი ღირს.

აღნიშნულ ქუჩაზე პარკირების ორივე ზოლი წლებია გადატვირთულია ტურისტებზე გასაქირავებელი ავტომობილებით და ტაქსებით.

კახა კალაძის განმარტებით, კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირება უფასო მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება, რომლებმაც უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილის ნომერი, ხოლო ყველა დანარჩენს თანაბრად მოუწევს ზონალური საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც აქ ცხოვრობს, მათთვის ავტომობილის გაჩერება არის უფასო. ყველაზე მთავარია, რომ მათ აუცილებლად დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომობილები, მიუთითონ მანქანის ნომერი და პარკირება მათთვის იქნება უფასო. ამისთვის ჩვენ განვათავსეთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხური “პარკინგ ინფო”, სადაც ყველას შეუძლია მივიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ ახალ რეფორმაზე”, – ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით თავად უჩვენა მოსახლეობას, თუ როგორ ფუნქციონირებს ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა.

მისი თქმით, რადგან ეს არის სიახლე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ყოველდღე იმუშავებენ მერიის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც პირადად გაუწევენ ზედამხედველობას ზონალურ საათობრივ პარკირებას. კახა კალაძის თქმით, მერიის თანამშრომლები ლესელიძის ქუჩაზე მისულ ადამიანებს აუხსნან, თუ როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს ეს ყველაფერი.

საინფორმაციო ჯიხურთანვეა განთავსებული გადახდის აპარატები, რომელსაც აქამდეც იყენებდა მოსახლეობა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესასრულებლად, მათ შორის, კომუნალური ხარჯების დასაფარად.

ზონალური სათობრივი პარკინგის აპლიკაციის გადმოწერა სმატრფონებისთვის შესაძლებელია როგორც Play Store-დან, ასევე App Store-დან. პარკირების შემდეგ აპლიკაციით თქენ თვითონ ირჩევთ, თუ რამდენი ხნით გააჩერებთ კონკრეტულ ადგილას ავტომობილს.

პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ- უკვე ფასიანი. იმ შემთხვევაში, თუ 15 წუთიც არ გჭირდებათ და უფრო მალე დატოვებთ პარკირების ადგილს თქვენი ავტომობილით, ამ აპლიკაციითვე შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ ათავისუფლებთ ადგილს.

კალაძის ინსტრუქცია აფხაზის ქუჩიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი