ახალი ამბები

“სპარის” თანამშრომელი დაჭრეს

27 იანვარი, 2020 • 2978
“სპარის” თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს.

„ნეტგაზეთს“ აღნიშნული ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

როგორც „ნეტგაზეთს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში განუცხადეს, ლუბლიანის ქუჩიდან  ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილია 24 წლის მამაკაცი, ჭრილობით მარჯვენა ფერდქვეშ არეში. მისი საერთო მდგომარეობა, უწყების განცხადებით, სტაბილურია.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა „სპარის“ თანამშრომელს სამუშაო ადგილზე თავს დაესხნენ – აქამდე, 30 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე თანამშრომელს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. იგი 21 იანვარს დაიღუპა.

გაგრძელება

“სპარის” კონსულტანტი, რომელსაც მუშაობისას თავში ჩაარტყეს, დაიღუპა

ამავე თემაზე

“სპარის” კონსულტანტი, რომელსაც მუშაობისას თავში ჩაარტყეს, დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი