„სმარტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ კულინარიულ წარმოებას, ამიტომაც „სმარტის“ მზარეულები მუდმივად გადიან პროფესიულ მასტერკლასებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე შეფმზარეულებთან. „სმარტ კაფეში“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული, ყოველდღიურად ახალი კერძებისა თუ დესერტების შეთავაზებით, წვლილი შეაქვთ კულინარიის დარგის განვითარებაში. შესაბამისად, „სმარტი“ მოხარულია ითანამშრომლოს პირველ პროფესიულ კულინარულ სასწავლებელთან საქართველოში და პროფესიული გამოცდილება გაიზიაროს მათი სპეციალისტებისგან. ამავე დროს, „სმარტი“ მზადაა შესაძლებლობა მისცეს „საქართველოს კულინარიის აკადემიის“ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება წამყვან სუპერმარკეტების ქსელში მიიღონ“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
„საქართველოს კულინარიის აკადემია“ აგრარული უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებელია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამებს და სამოყვარულო კურსებს. კულინარიის აკადემია არის საქართველოში ყველაზე დიდი და თანამედროვედ აღჭურვილი ინფრასტრუქტურის მქონე სასწავლებელი. კულინარიის აკადემიის დაარსების მიზანია კულინარიის როგორც ხელოვნების სფეროს შესწავლა და მზარეულის პროფესიის შესახებ საქართველოში არსებული სტერეოტიპის დამსხვრევა, პრესტიჟულ პროფესიად გადაქცევა. კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები მუშაობენ ცნობილი რესტორნების მზარეულებად, რამდენიმე კურსდამთავრებულმა საკუთარი რესტორანიც კი გახსნა. აკადემიას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კომპანიების თანამშრომლები სამოყვარულო კურსების ფარგლებში.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, წყნეთში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
რუსუდან კბილაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი
ვისოლ ჯგუფი/ტელ: (995 32) 2915 315/250/ფაქსი: (995 32) 2915 615/მობ: (995 99) 320412/Email: pr@wissol.ge