CNN-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც დაიღუპა. 41 წლის კალათბურთელი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ვერტმფრენი კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდა. ბრაიანტთან ერთად ბორტზე, ჯამში, 9 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.
კობი ბრაიანტი 20 წლის განმავლობაში ლოს ანჯელესის “ლეიკერსში” თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. მან საკალთბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა.