მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი შოთა დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებს “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, რომ პროპორციული არჩევნების დაპირება ენმ-ის მონაპოვარია.
დიღმელაშვილი იხსენებს, რომ ზაფხულში მიმდინარე აქციებზე გრიგოლ ვაშაძე აქციის ორგანიზატორების დაცვამ არათუ სცენაზე, სცენის უკანაც არ შეუშვა, 3 მოთხოვნა კი 21 ივნისს თავად ჩამოაყალიბეს:
“გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.
პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო” ,- ამბობს დიღმელაშვილი.
ვაშაძე პროპორციულზე დაპირებას ენმ-ის და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვრად მიიჩნევს