ახალი ამბები

ქართულ პოლიტიკაზე არ გვილაპარაკია — ვაშაძე სააკაშვილთან შეხვედრაზე

1 აგვისტო, 2022 • 838
ქართულ პოლიტიკაზე არ გვილაპარაკია — ვაშაძე სააკაშვილთან შეხვედრაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ქართულ პოლიტიკაზე არ უსაუბრია. ვაშაძე პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ დღეს, 1 აგვისტოს შეხვდა.

„შემიძლია, გითხრათ, რაზე ვილაპარაკეთ: უკრაინა; იტალიაში მთავრობის გადაყენება და ბატონი მარიო დრაგის დასრულება, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა; შეერთებული შტატები; გაერთიანებული სამეფო; ამ თემებზე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ოჯახებზე“, — უთხრა ვაშაძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილთან მონახულების შემდეგ.

„ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია. ვიცი, რომ ამისთვის ხართ აქ მოსულები, მაგრამ ასეა“, — განაცხადა მან.

ვაშაძემ ასევე თქვა, რომ სააკაშვილის „მრავალპროფილურ დასავლურ საავადმყოფოში გადაყვანა ევროკავშირის ერთ-ერთი წინაპირობაა“, რის გააზრებასაც „არც ოქსფორდის განათლება არ სჭირდება და არც სორბონის“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები — ვალერი გელბახიანი და შალვა ხაჭაპურიძე — აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკით არ ინტერესდება, თუმცა ენმ-ში ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი