ახალი ამბები

თქვენ არ ხართ ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი, როცა ლანძღავენ – წულუკიანი ლომჯარიას

21 იანვარი, 2020 •
თქვენ არ ხართ ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი, როცა ლანძღავენ – წულუკიანი ლომჯარიას

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის მოხსენება მოისმინეს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარია დაადანაშაულა, რომ ყველას ომბუდსმენი არ არის.

“ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნთქვამი პროგრესსზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე. თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს; მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი. ახლახან მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ ან პოლიციელი დაიცავით, ან დეპუტატი დაიცავით, ან მინისტრი დაიცავით, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომელსაც აფურთხებენ, ცემენ, წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში”, – მიმართა წულუკიანმა ლომჯარიას.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა მოხსენება N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საუბარია ძალადობაზე, რომელსაც პატიმრები განიცდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების მხრიდან. ანგარიშში საუბარია არაფორმალურ მმართველებზე – ე.წ. “ციხის ავტორიტეტებზე” და კონკრეტულ პატიმრებზე, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მითითებით ფიზიკურად უსწორდებიან სხვა მსჯავრდებულებს.

ქუთაისის ციხეში პატიმარი, ადმინისტრაციის დავალებით, სხვა პატიმრებს სცემს – ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი