ახალი ამბები

ზუგდიდში პოლიციელს თავს დაესხნენ

20 იანვარი, 2020 •
ზუგდიდში პოლიციელს თავს დაესხნენ

ზუგდიდში პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, გამოძიება კი სისხლის სამართლის ორი მუხლით – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობის მუხლების მიმდინარეობს.

შსს-ს თქმით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი