ახალი ამბები

ავსტრალიაში ხანძრის შემდეგ, მოსახლეობას ძლიერი ქარიშხლების შესახებ აფრთხილებენ

19 იანვარი, 2020 •
ავსტრალიაში ხანძრის შემდეგ, მოსახლეობას ძლიერი ქარიშხლების შესახებ აფრთხილებენ

ავსტრალიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმს. გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ, რომელმაც პირველადი ინფორმაციით მილიარდი ცხოველისა და 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყანაში ძლიერი წვიმა მოდის. თუმცა, ამ უკანასკნელმა შესაძლოა, ზოგიერთი რეგიონის ძლიერი დატბორვა გამოიწვიოს.

BBC წერს, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზებით, წვიმამ და ქარიშხალმა შესაძლოა, ვიქტორიას შტატი დატბოროს. ეს ის რეგიონია, რომელიც ხანძრის შედეგად ძლიერ დაზარალდა.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ ცეცხლის ბევრი კერა ჩააქრო და კრიზისი შეამცირა, მან ასევე ელექტრო ენერგიის მიწოდების შეზღუდვა და გზების ჩაკეტვა გამოიწვია.

ვიქტორიას შტატის მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, კვირას შტატში არაერთი ქარიშხალი, „დამაზიანებელი ქარი და ძლიერი კოკისპირული წვიმაა“ მოსალოდნელი. მათივე პროგნოზით, წვიმა სულ მცირე სამ დღეს კიდევ გაგრძელდება. პარალელურად, შტატში ცეცხლის 14 კერა ჯერ კიდევ აქტიურია.

რაც შეეხება ახალ სამხრეთ უელსს წვიმა მეტეროლოგების პროგნოზით აქაც მოსალოდნელია, თუმცა, დატბორვის საფრთხე არ არსებობს. ამ შტატში ცეცხლის 69 კერაა აქტიური.

ხანძრების შედეგად სიდნეიში კოალების პოპულაციის სავარაუდოდ 30% დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი