ახალი ამბები

ხანძრების შედეგად სიდნეიში კოალების პოპულაციის სავარაუდოდ 30% დაიღუპა

28 დეკემბერი, 2019 • 2430
ხანძრების შედეგად სიდნეიში კოალების პოპულაციის სავარაუდოდ 30% დაიღუპა

ავსტრალიის დედაქალა სიდნეის ჩრილოეთით მძვინვარე ტყის ხანძრების შედეგად, სავარაუდოდ, ათასობით კოალა დაიღუპა, — იუწყება „სი ენ ენი“ (CNN).

როგორც გამოცემა წერს, ხანძრების შედეგად კოალების პოპულაციის სავარაუდოდ 30%-ია დაღუპული.

ხანძრის შედეგად დაშავებული კოალა. ფოტო: visual china group

„რეგიონში მცხოვრები კოალების 30% შეიძლება დაღუპულიყო, რადგანაც მათი საცხოვრებელი სივრცის 30% განადგურდა… უფრო მეტს მაშინ გავიგებთ, როცა ხანძარი ჩაწყნარდება და შესაბამისი შეფასების გაკეთება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ავსტრალიის ფედერალურმა გარემოს დაცვის მინისტრმა სიუზან ლიმ ABC AM Radio-სთან საუბარში.

კოალები სახლში. ფოტო: Adam Mudge/AP

აგრეთვე, მინისტრის თქმით, მთავრობა მუშაობს კოალების საკითხებში ექსპერტებთან და გამოყო ექვსი მილიონი დოლარი, რათა შეიქმნას უსაფრთხო კორიდორები [კოალებისთვის] და მოხერხდეს გადარჩენილი ცხოველების მათ ბუნებრივ არეალში დაბრუნება.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ავსტრალიაში ძლიერი ტყის ხანძრები მძვინვარებს. მდგომარეობას ამძაფრებს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ გადმოჰყავთ მეხანძრეებს კოალები უსაფრთხო ზონაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი