ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების თქმით, მსუბუქი ავტომობილი გზის შუა გამყოფ ჯებირს შეეჯახა, ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანისთანავე. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.