თანამედროვე ცენტრალური გათბობის სისტემები დროთა განმავლობაში სულ უფრო იხვეწება. ინჟინერები ცდილობენ დანადგარების და თბომატარებლების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას. ზრუნავენ მათ ეკოლოგიურობასა და ეკონომიურობაზე. გათბობის სისტემა ძირითადად ორი სახის არსებობს, რადიატორული და იატაკის გათბობა. ნებისმიერი ცენტრალური გათბობის სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქვაბია. არსებობს კედლის ქვაბი და სტაციონალური ქვაბი. ეს უკანასკნელი დიდი შენობების გასათობად და წყალმომარაგებისთვის იყენება. ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბი კი კომპაქტური ზომისაა. ის შედარებით ეკონომიურია და საცხოვრებელ ბინებში ხშირი გამოყენების დანადგარია.
რა ტიპის გათბობის სისტემები გამოიყენება დღეს?
გარდა ტრადიციული ცენტრალური გათბობის სისტემებისა, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს განახლებადი ენერგიის დანადგარები. თანამედროვე სამყარო აქტიურად იყენებს მზის წყლის კოლექტორებს. რომლის საშუალებითაც, სრულიად უფასოდ, მიიღება ცხელი წყალი. ის ეკოლოგიურად სუფთა და ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტია. ეკონომიურია საკონდენსაციო კედლის ქვაბებიც და იატაკის გათბობის სიტემები.
სად შევიძინოთ გათბობის სისტემები?
გათბობის სისტემის შეძენა ბევრ მაღაზიაშია შესაძლებელი. თუმცა კონსულტაციის გავლა უმჯობესია კვალიფიციურ სპეციალისტთან. თითოეული სივრცის გათბობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. გასათვალისწინებელია შენობის ფართი. მისი სითბოდანაკარგები. პროდუქციის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის სერტიფიკატს და ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებს. თერმოინდუსტრია-ს საპროექტო ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი ტექნიკოსებით. თანამედროვე პროგრამების საშუალებით, იქმნება ნებისმიერი სირთულის პროექტები. მაქსიმალურად ზუსტი ხარჯთაღრიცხვა მომხმარებელს თავიდან აცილებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
კომპანია თავის მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის ცენტრალური გათბობის სისტემებს სთავაზობს. თერმოინდუსტრიას ევროპული წარმოების კედლის ქვაბები უსაფრთხო და ეკონომიურია. ისინი ოპტიმალურად მოიხმარენ ბუნებრივ აირს. ქვაბები შედგება უჟანგავი ელემენტებისაგან, რაც ზრდის მათი ექსპლოატაციის ხანგრძლივობას.