ახალი ამბები

ინსტაგრამი დამუშავებულ ფოტოებს ფარავს

16 იანვარი, 2020 • 3091
ინსტაგრამი დამუშავებულ ფოტოებს ფარავს

სოციალური ქსელი ინსტაგრამი საკუთარ პლატფორმაზე ფარავს იმ ფოტოებს, რომლებიც ფოტომანიპულაციისა და ციფრული დამუშავების შედეგია. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიამ ჯერ კიდევ დეკემბერში დააანონსა, რომ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას დაიწყებდა. სიახლე ინსტაგრამზე უკვე ამოქმედდა. ციფრულად დამუშავებულ ფოტოებზე, რომლებიც კომპანიის აზრით ცრუ ინფორმაციას შეიცავს, ფილტრი გამოჩნდება, წარწერით “ცრუ ინფორმაცია”. აღნიშნული ფილტრის მოსახსნელად “ნახვის” ღილაკისთვის დაჭერა მოგიწევთ ფოტოს სანახავად.

როგორც გამოცემა წერს, შეზღუდვა არ შეეხება ყველა ფოტოს, რომელიც დამუშავებულია. გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, სიახლე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლის თვალსაზრისით კარგია, ის ციფრული ხელოვანებისთვის დაბრკოლებას ქმნის, რადგან არ აძლევს მათ საშუალებას, საკუთარი ნამუშევრები საზოგადოებას ისე მიაწოდონ, როგორც თავად სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი