ახალი ამბები

ვოთსაპი, ინსტაგრამი და ფეისბუკ მესინჯერი არ მუშაობს

19 მარტი, 2021 • 1551
ვოთსაპი, ინსტაგრამი და ფეისბუკ მესინჯერი არ მუშაობს

ვოთსაპი, ინსტაგრამი და ფეისბუკ მესინჯერის აპლიკაციები არ მუშაობს. ჯერჯერობით, შეუფერხებლად მუშაობს თავად ფეისბუკის აპლიკაცია.

სამივე აპლიკაცია ფეისბუკის საკუთრებაა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი. პრობლემის შესახებ ფეისბუკსა და ტვიტერზე ათასობით ადამიანი წერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აპლიკაციების მოხმარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია საქართველოდანაც.

23:00 – ამ დროისათვის სამივე აპლიკაციის მუშაობა აღდგენილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი