ახალი ამბები

მეცნიერების თქმით, ავსტრალიის ტყის ხანძრებს მილიარდი ცხოველი ემსხვერპლა

9 იანვარი, 2020 • 1775
მეცნიერების თქმით, ავსტრალიის ტყის ხანძრებს მილიარდი ცხოველი ემსხვერპლა

ავსტრალიაში ტყის ხანძრებისას, მეცნიერების შეფასებით, დაიღუპა 1 მილიარდი ცხოველი. ეს ორჯერ აღემატება ერთი კვირის წინ დასახელებულ რიცხვს – 480 მილიონს. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

სიდნეის უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორი კრის დიკმანი აცხადებს, რომ მისი წინა ვარაუდი 480 მილიონ დაღუპულ ცხოველთან დაკავშირებით არასწორია. მისი შეფასებით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძარს, სავარაუდოდ, 800 მილიონი, ხოლო მთლიანად ქვეყანაში 1 მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

მისი თქმით, ახალ გამოთვლებში გათვალისწინებულია უშუალოდ ცეცხლის შედეგად დაღუპული ცხოველები და ასევე ის, რომელმაც ხანძრების გამო დაკარგა საარსებო არეალი ან დეჰიდრატაციისა და შიმშილობის მსხვერპლი გახდა. გამოთვლებში შესულები არიან ძუძუმწოვრები, ფრინველები და რეპტილიები, თუმცა არა ბაყაყები და მწერები.

დიკმანის თქმით, მიმდინარე მოვლენები „კლიმატის ცვლილების შედეგია“.

ხანძრების შედეგად სიდნეიში კოალების პოპულაციის სავარაუდოდ 30% დაიღუპა


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი