ახალი ამბები

“მაგი ოდნავ მართალი რომ ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა, მეც დავუდგებოდი” – მეუფე იაკობი მამალაძეზე

7 იანვარი, 2020 • 1057
“მაგი ოდნავ მართალი რომ ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა, მეც დავუდგებოდი” – მეუფე იაკობი მამალაძეზე

მეუფე იაკობმა შობის სადღესასწაულო წირვაზე და მის შემდეგაც ჟურნალისტებთან ისაუბრა დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალებასთან დაკავშირებით:

“იმ ადამიანს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხდებს? ნამდვილად მოსაკითხია აბსოლუტურად. აბა, რა იციან, რა უნდათ, რას იძახიან. ერთი არის, რომ იძახი და მეორეა, რას ამტკიცებ და რას არა, პასუხი უნდა მიიღონ რაც ეკუთვნით, ისე. სჯულის კანონს იძახიან, მიიღებენ სჯულის კანონს. იმ სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ ასე? რა ცოდვამ დააკავშირა მაგენი ერთმანეთთან. თუ შეიწყალებს პრეზიდენტი, შეიწყალებს, რა. ჩემთვის დეკანოზი კი არა, იცით, რა არის საკვირველი? სოხუმი უნდა გაწუხებდეთ, აფხაზეთი უნდა გაწუხებდეთ და ცხინვალის რეგიონი. ასევე, ნებისმიერი პატიმარი. მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა, მეც დავუდგებოდი”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე  გუშინ, 6 დეკემბერს არ შეიწყალა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და ამ გადაწყვეტილების მიღებაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც იყო ჩართული.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი