ახალი ამბები

“მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი” – ეპისკოპოსი იაკობი

28 თებერვალი, 2021 • 1068
“მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი” – ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი “ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ მელია დაკავების შემდეგ “ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერც სერვანტესი”.

თუმცა, სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მელიას დაკავების შუამდგომლობის დასაყენებლად არც პროკურატურას უნდა მიემართა პარლამენტისთვის, რომ მისთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ და არც პარლამენს უნდა დაეჭირა მხარი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე.

“გარედან როცა უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს. „ვერ დამიჭერთ, ვერ დამიჭერთო“, სხვებიც გამოდიოდნენ და „არ გაგატანთ, აბა მოდითო“, მოხდა ისე რომ მივიდნენ. კარგად ვნახე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გარბოდა იქიდან, შეატოვეს მელია დაიჭირეს მელია. წამოვიდა ამერიკიდან და ევროპიდან სრულიად სამართლიანი საყვედურები, მძიმე განცხადებები. ეს რამდენ ხანს გაგრძელდება? პროკურატურამ ახლა თქვა და ესეც ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ გადაიხდის გირაოს გავუშვებთო. ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. ასე რომ ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა რაღაცა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერც სერვანტესი”, — აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.

მისივე თქმით, თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, ის უცხოელებისთვის “გონიერი პოლიტიკოსი” აღარ იქნება.

“როგორც ყოველთვის არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ამ დაკავების დროს, ისევე როგორც 20 ივნისს. უცხოეთი ცოტა ხანში მოჰკითხავს ამათ, თუ არ გადაიხდის მელია, უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, არ შეხედავენ. ვიცი ამერიკაც როგორ უყურებს და ევროპაც როგორ უყურებს. თუ გამოვიდა, თვითონ ის ლიდერები დაასამარებენ ნიკა მელიას. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ, არავინ არ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს. ისე არაფერი არ გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, იმიტომ რომ ხალხის განწყობა ვიცი”, — განაცხადა ეპისკოპოსპმა იაკობმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი