ახალი ამბები

ერაყში ამერიკულ ბაზასთან და დედაქალაქში რაკეტები დაეცა – Reuters

4 იანვარი, 2020 • 2600
ერაყში ამერიკულ ბაზასთან და დედაქალაქში რაკეტები დაეცა – Reuters

რამდენიმე რაკეტა დაეცა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში – მჭიდროდ დასახლებულ უბანთან და სალაჰუდინის პროვინციაში ბალადის ავიაბაზასთან, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან. ინფორმაციას ერაყელ სამხედროებზე დაყრდნობით „Reuters“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერაყელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი არავინაა.

„რამდენიმე რაკეტა დაეცა ბაღდადში და სალაჰუდინის პროვინციაში, ბალადის ავიაბაზასთან. გარდაცვლილი არავინაა. მეტი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონში ბოლო ორი დღეა სიტუაციაა დაძაბული. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაა. იერიშის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი