ახალი ამბები

ავსტრალიაში ხანძარს ნახევარ მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა

3 იანვარი, 2020 • 4088
ავსტრალიაში ხანძარს ნახევარ მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა

ავსტრალიაში მძვინვარე ტყის ხანძრების შედეგად ქვეყანასა და ბუნებას დიდი ზარალი მიადგა – გადამწვარია ათასობით სახლი. ამასთან ერთად, ხანძრების შედეგად დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი. ინფორმაციას „CBS News“ ავრცელებს.

როგორც სიდნეის უნივერსიტეტის ეკოლოგები ამბობენ, ახალი სამხრეთ უელსის და ვიქტორიის შტატებში მძვინვარე ხანძრის შედეგად დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი, ფრინველი და რეპტილია.

“სექტემბერში დაწყებული ხანძრების შემდეგ დაახლოებით 480 მილიონი ძუძუმწოვარი, ფრინველი თუ რეპტილია დაიღუპა, მაგრამ დიდი ალბათობით ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება”, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

გარდა ამისა, ხანძრების შედეგად ავსტრალიაში მცხოვრები კოალების თითქმის 1/3 დაიღუპა.

ამასთან ერთად, როგორც CNN წერს, დამწვარია 5,9 მილიონი ჰექტარის ტერიტორია.


მთავარი ფოტო: epa


ხანძრების შედეგად სიდნეიში კოალების პოპულაციის სავარაუდოდ 30% დაიღუპა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი