ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტის ახალი და ძველი ტერმინალების რემონტში 11 მილიონი ლარი დაიხარჯება

3 იანვარი, 2020 • 2088
ქუთაისის აეროპორტის ახალი და ძველი ტერმინალების რემონტში 11 მილიონი ლარი დაიხარჯება

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი და ძველი ტერმინალის ინტერიერის მოწყობის სარემონტო სამუშოებისთვის 11 661 920 ლარია გათვალისწინებული. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების მაქსიმალური ჯამური ვადა არის 9 თვე. მათ შორის: ახალი ტერმიანლის ნაწილში ხელშეკრულების გაფომრმებიდან 5 თვე, ხოლო ახალი ტერმინალის დასრულების შემდგომ უნდა დაიწყოს ძველი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები, რომლის ვადა სამუშაოების დაწყებიდან არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს.

„მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამშენებლო ობიექტი მდებარეობს ოპერირებადი აეროპორტის მომიჯნავედ. ამასთანავე, სამუშაოს საბოლოო ეტაპზე ხდება ახალი შენობის შეერთება არსებული ტერმინალის შენობასთან. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ობიექტზე იმუშავებენ სხვა მომწოდებლებიც. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული შეზღუდვები სამუშაო დროის ანდა არეალის თვალსაზრისით. მომწოდებელმა გეგმა-გრაფიკის და ზოგადად სამუშაოების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს ამგვარი ფაქტორების შესაძლებლობა გონივრულ ფარგლებში და არ დაუშვას (ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, აღმოფხვრას) ამგვარი ფაქტორებით გამოწვეული ჩამორჩენა, პროცესის ინტენსიფიკაციის მეშვეობით – მაგ. ტექნიკის დამატებით, მუშახელის ანდა ცვლის დამატებით და სხვა“, – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 16 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება. ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/170106/

მთავარი ფოტო: სატენდერო დოკუმენტებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი