ახალი ამბები

ილია მეორე და ეპისკოპოსი იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდნენ

31 დეკემბერი, 2019 • 1525
ილია მეორე და ეპისკოპოსი იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდნენ

ცხინვალის ტყვეობიდან დახსნილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ბოდბის ეპისკოპოსის, იაკობის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

„დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო“, – წერია ეპისკოპოს იაკობის ფეისბუქგვერდზე.

ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილი პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე

_____

რუსმა სამხედროებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით. პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

ფოტო: ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის ფეისბუქგვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი