ახალი ამბები

პარლამენტთან რამდენიმე პირი დააკავეს

31 დეკემბერი, 2019 • 1318
პარლამენტთან რამდენიმე პირი დააკავეს

პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. თვითმხილველების თქმით, მათ შორის არიან მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრები.

მანამდე მერიამ აქ განთავსებული რამდენიმე კარავი აიღო და საშობაო მარკეტისთვის საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დაიწყო, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

[ინფორმაცია განახლდება]

გარეკანი ფოტო: რადიო თავისუფლების ლაივი

მასალების გადაბეჭდვის წესი