ახალი ამბები

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა

30 დეკემბერი, 2019 • 1140
წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ. უწყება ამბობს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

რაც შეეხება თავად კლინიკის პოზიციას, IPN-თან საუბარში სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, ვეფხია ოდიშარია ამბობს, რომ ექსპერტიზა ყველაფერს გამოიკვლევს, მანამდე კი დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ 34 წლის 3 შვილის დედა აღარ არის. თუ ვინმე დამნაშავე იქნება, ყველა პასუხს აგებს“,- განუცხადა IPN-ს ვეფხვია ოდიშარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი