ახალი ამბები

თბილისი-სტამბოლის ავტობუსის ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

30 დეკემბერი, 2019 • 1429
თბილისი-სტამბოლის ავტობუსის ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი თურქეთში სატვირთოს დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. 31 ადამიანიდან დაშავდა 22, მათგან 4-ის მდგომარეობა კი მძიმეა.

„დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, – უთხრა “ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. ის ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს ესაუბრა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს, სტამბოლიდან 150 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ავტობუსს თბილისიდან მიჰყავდა მგზავრები თურქეთში. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

მომხდარზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ ბათუმში, თურქეთის საკონსულოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი