ახალი ამბები

Tbilisi Hippo Fund – დაზარალებულთა დასახმარებლად ბრიტანეთის მოქალაქემ ფონდი შექმნა

15 ივნისი, 2015 • 2565
Tbilisi Hippo Fund – დაზარალებულთა დასახმარებლად ბრიტანეთის მოქალაქემ ფონდი შექმნა

როგორც ადრიან სკოფამმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მას ფონდის შექმნის იდეა დღეს დაებადა. პარტნიორები და თანადამფუძნებლები არიან თამარა კოზიუკი უკრაინიდან, ლუკა პოპიაშვილი და ბიძინა კუმსიაშვილი საქართველოდან.

 

 

ფოტო -  Tbilisi Hippo Fund-ის Facebook გვერდიდან
ფოტო – Tbilisi Hippo Fund-ის Facebook გვერდიდან

 

ფონდის მიერ მიღებული თანხების 50% იქნება გამიზნული იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, თანხის მეორე ნახევარს კი დაზარალებული ცხოველების დასახმარებლად გამოიყენებენ.

 

როგორც ფონდის Facebook გვერდზე არის აღნიშნული, დაამზადებენ მაისურებსა და ბამბის ჩანთებს, რისი შეძენაც შეეძლებათ მსურველებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად იქნება გამოყენებული.

ადრიან სკოფამი ამბობს, რომ ფონდის დასახელება მომდინარეობს ზოოპარკიდან გაქცეული ჰიპოპოტამის ფოტოდან, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ოფიციალურად, Tbilisi Hippo Fund ხვალ დარეგისტრირდება, პირველი მაისურები კი ხელმისაწვდომი სამშაბათს იქნება.


თეთრი მაისური ჰიპოპოტამის გამოსახულებით 10$, ხოლო შავი – 20$ ეღირება. რაც შეეხება ჩანთებს, მათი ფასი ჯერ ცნობილი არ არის. 


 

Here is a video to explain what the idea of Tbilisi Hippo Fund is – we will be posting further updates as soon as we have information available. We have created materials in English first because we want this to be accessible to the International Community, Georgian will follow as soon as we can create this.

Posted by Tbilisi Hippo Fund on Sunday, June 14, 2015

 

ფოტო -  Tbilisi Hippo Fund-ის Facebook გვერდიდან
ფოტო – Tbilisi Hippo Fund-ის Facebook გვერდიდან


უკანასკნელი ცნობებით, თბილისში, 13 ივნისს გვიან ღამით მომხდარი სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 24 ადამიანს კი ეძებენ. სტიქიამ 165 ადამიანი დააზარალა. მერიის ცნობით, ისინი სასტუმროებში დააბინავეს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, სტიქიის ლიკვიდაციაში ჯარიც ჩაერთო.


სტიქიამ ზოოპარკის ბინადართა ნაწილი შეიწირა. ცხოველთა ნაწილი ვოლიერებიდან გაიქცა. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის ფოტოებიც მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი