ახალი ამბები

შს მინისტრის მე-6 მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა

27 დეკემბერი, 2019 • 2598
შს მინისტრის მე-6 მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაინიშნა.

გიორგი ბუთხუზი შს მინისტრის რიგით მეექვსე მოადგილეა. 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი, სამი წლის განმავლობაში, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით, სხვადასხვა დროს გიორგი ბუთხუზი იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის შს რაიონული სამმართველოს უფროსი. 2009-12 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროშის შიდა აუდიტის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებზე; 2007-2009 წლებში გიორგი ბუთხუზი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გიორგი ბუთხუზი 2008 წლის ომის მონაწილეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი