ახალი ამბები

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაფრინდაშვილის დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ – ევროკავშირი

21 დეკემბერი, 2019 • 782
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაფრინდაშვილის დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ – ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სპიკერი ადამ კაზნოვსკი ექიმ ვაჟა გაფრინდაშილისთვის პატიმრობის გაგრძელებას ეხმაურება და მისი დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ცხინვალს.

“სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 წლითა და 9 თვით გაახანგრძილვა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ, რომელიც 9 ნოემბერს დააკავეს. დღევანდელი მოვლენების კვალდაკვალ ისევ ვახმოვანებთ ჩვენს მოლოდინებს, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ დაუყონებლივ გაათავისუფლეს ვაჟა გაფრინდაშილი და მისცეს ოჯახში დაბრუნების საშუალება. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ იმ ნაბიჯების დაუყონებლივი გადადგმის აუცილებლობას, რათა დაუყონებლივ აღდგეს გადაადგილების თავისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, – ნათქვამია ევროკავშირის სპიკერის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი