ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას საქმე გახსნილია – შსს

20 დეკემბერი, 2019 • 4161
ცოტნე გამსახურდიას საქმე გახსნილია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საქმე გახსნილია. შსს-ს ცნობით, გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა  მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ცნობითვე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი