ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

19 დეკემბერი, 2019 • 2562
ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბრის საღამოს თბილისში, ვერაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს დაჭრეს.

ინფორმაცია გამსახურდიას დაჭრის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში, ხეჩინაშვილის კლინიკაში (მე-9 საავადმყოფო) გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი).

ამბის გაგრძელება:

გამსახურდია მძიმედაა, შეიძლება მეორე ოპერაციაც დასჭირდეს – ექიმი

მასალების გადაბეჭდვის წესი