ახალი ამბები

“ეს არ იქნება დემურ სტურუას საქმე, ეს საქმე გატეხავს სისტემას” – ანა დოლიძე მოზარდის გარდაცვალებაზე

18 დეკემბერი, 2019 • 1939
“ეს არ იქნება დემურ სტურუას საქმე, ეს საქმე გატეხავს სისტემას” – ანა დოლიძე მოზარდის გარდაცვალებაზე

“ამ ცხოვრების დედაც” – თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძეა.

“განათლების სამინისტრო გვაქვს თუ არა? რა ხდება, განათლების სამინისტროს რა პოლიტიკა აქვს, როცა ბავშვს… და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მოზარდი, ეს არის მგრძნობიარე ასაკი. რა პოლიტიკა აქვს სამინისტროს ასეთ მოზარდებთან მიმართებაში? პოლიციაში რეკავენ ეგრევე? მაშინ რაში გვჭირდება განათლების სამინისტრო?! იყოს მარტო პოლიცია. ვიღაცა რაღაცას დაწერს და გაუშვან პოლიციაში ჩვენი შვილები. სადაა ბულინგის საწინააღმდეგო სტრატეგია, რომელიც სამინისტროს ხორავას ქუჩის საქმის მერე უნდა გაეწერა. ეს არ მომხდარა. ეს არ მოხდებოდა, განათლების სამინისტრო რომ თავის ადგილზე იყოს. და რომ ატყობს, რომ ადამიანი სტრესშია, მიხედოს და არ ემუქრებოდეს პოლიციაში წაყვანით”, – აცხადებს ანა დოლიძე.

ის მომხდარის გამო პასუხიმსგებლობას აკისრებს შსს-ს. მისი თქმით, ერთი გამომძიებლის დაკავება არის ნაბიჯი საზოგადოებაში უკმაყოფილების შესამცირებლად.

“ჩვენ გვჭრდება სიღრმისეული გამორკვევა. ერთ გამომძიებელზე ჯოხის გადატეხავა არ გამოვა”, – ამბობს დოლიძე

“ეს არ იქნება დემურ სტურუას საქმე, ეს იქნება ისეთი საქმე, რომელიც რეპრესიულ სისტემას გატეხავს”,- ამბობს ის.

დემურ სტურუამ თავი მოიკლა. მან წერილი დაწერა და პოლიციელები ზეწოლაში დაადანაშაულა. სასამართლომ პოლიციელი გაამართლა.

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა უდანაშაულოდ ცნო

მასალების გადაბეჭდვის წესი