დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა უდანაშაულოდ ცნო

დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ნეტგაზეთს პოლიციელის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, უზენაესმა ძალაში დატოვა სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილება. 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც,  თავი მოიკლა პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ … ვრცლად დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა უდანაშაულოდ ცნო