ახალი ამბები

საკრებულოს წინ „ოცნების“ ახალგაზრდულმა კონტრაქცია გამართა

17 დეკემბერი, 2019 • 967
საკრებულოს წინ „ოცნების“ ახალგაზრდულმა კონტრაქცია გამართა

დღეს, 17 დეკემბერს, „შეცვალესა“ და ოპოზიციის ლიდერების პროტესტის პარალელურად, თბილისის საკრებულოს წინ „ოცნების“ მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართა.

საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები მოვიდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა.

მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთა ამბობდა, რომ მათ თან ჰქონდათ რეზოლუცია, რომელსაც წინა ხელისუფლებამ 2008 წელს მოაწერა ხელი და რომელშიც საუბარი იყო ქართული მხარის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.

დაპირისპირება მალევე დასრულდა.

საკრებულოში ამ დრომდე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტებისა და პოზიციის ლიდერები, მათ შორის, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე. ისინი ამბობენ, რომ საკრებულოში პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ერეკლე კუხიანიძე მანდატს არ დატოვებს.

მათი თქმით, ისინი ჯერჯერობით საკრებულოში რჩებიან, მაგრამ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. მანამდე საკრებულოს კარი გარეთ შეკრებილი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტებისთვის დაკეტილია.

საკრებულოში 4 ადამიანი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი