ახალი ამბები

თალაკვაძე აშშ-ის კონგრესმენების წერილზე

17 დეკემბერი, 2019 • 973
თალაკვაძე აშშ-ის კონგრესმენების წერილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს რომ აშშ-ის კონგრესის წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები მმართველი გუნდისთვის საინტერესოა, როგორც ქვეყნის მეგობრების პოზიცია, და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე აშშ-ში იმყოფება საპარლამენტო დელეგაცია.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს და მხოლოდ ორი საკითხის გამო, რომელთა შორის პორპოციულის ჩაგდება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე ორით მეტი მოსამართლის დამტკიცებაა, ამ პროგრესის გადაფარვა არ უნდა მოხდეს:

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე კონგრესის ოფიციალური პოზიციები და ასევე საინტერესოა რორც ჩვენი მეგობრების, კონგრესმენების ცალკეული შეფასებები. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მეგობრების პოზიციას.

ახლა ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და ჩვენი დელეგაცია უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას. ვინაიდან საქართველოს აქვს მიღწეული ხელშესახები პროგრესი და მხოლოდ იმ ორი საკითხის გამო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა დაამტკიცა ორით მეტი მოსამსართლე, რა რჩევაც მისცა ვენეციის კომისიამ, არ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის გადაფარვა”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები ამ პროგრესს ასახავს და ის აქცენტები, რაც კონგრესმენებმა საკუთარ წერილში დასვეს, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ვერ გადაფარავს:

“როგორც ხედავთ, ძირითადი ოფიციალური განცხადებები და შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ასახავს და ეხმაურება პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ამ წლების განმავლობაში. როგორც გითხარით, ეს საკითხი, რაზეც კონგრესმენებმა თავის წერილში გააკეთეს აქცენტი, ეს არის ის თემები, როემლიც თავისთავად ვერ გადაფარავს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო დელეგაცია არის ვაშინგტონში”, – ამბობს თალაკვაძე.

პროპორციული სისტემის ჩაგდება საჩუქარი იქნება პუტინისთვის – კონგრესმენი კინზინგერი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი