ახალი ამბები

საკრებულოდან გამოგვაძევეს – საკრებულოს წევრი

16 დეკემბერი, 2019 • 1042
საკრებულოდან გამოგვაძევეს – საკრებულოს წევრი

თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ საკრებულოს შენობიდან პოლიციამ გამოაძევა. ინციდენტი დღეს მოხდა.

საკრებულოს წინ აქცია მიმდინარეობს ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ, რომელმაც ცხნივალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინა. მომიტინგეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ, ასევე სურთ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრა.

“საკრებულოდან გამოგვაძევეს დეპუტატები. გქვონდა მცდელობა, რამდენიმე ადამიანი შეგვეყვანა. ძალადობით გამოგვაგდეს საკრებულოდან. ბიძინას შენობები ჰგონიათ მუნიციპალური შენობები”, – ამბობს ნადირაძე.

საკრებულოსთან იმყოფება მეორე დეპუტატი ენმ-დან ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მათ აქვთ უფლება, მოქალაქეებზე საშვები დაუშვან.

საკრებულოს შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფია შეკრებილი. აქცია თავდაპირველად ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობამ” დააანონსა. მათ შენობასთან ნაგვის ურნა მიიტანეს. საკრებულოში შესვლას ელისაშვილიც ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი