“უმრავლეს ევროპულ ქვეყნებში, ე.წ. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი არის სახელმწიფო უსაფრთხოების ბლოკში. მომავალში ეს დეპარტამენტი, იმ უფლებამოსილებებით, რომელიც შეეხება ფარულ საგამოძიებო უფლებამოსილებებს, აღარ იქნება. ის გადავა სახელმწიფო უსართხოების სამსახურში”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

მინისტრის მოადგლემ აღნიშნული დღეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. კომიტეტში განიხილავენ შსს-ს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უნდა გაიმიჯნოს საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა ერთმანეთისგან.

ლევან იზორია
ლევან იზორია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *