ახალი ამბები

ჭყონდიდის ეპარქიიდან გამათავისუფლეს – მღვდელი ანდრია სარია

12 დეკემბერი, 2019 • 2179
ჭყონდიდის ეპარქიიდან გამათავისუფლეს – მღვდელი ანდრია სარია

მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ეპარქიიდან გაათავისუფლა.

როგორც ის ამბობს, გრიგოლ კაცია მას დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავება. ამ დროისთვის მღვდელ-მონაზონმა არ იცის, სად გააგრძელებს საქმიანობას და სინოდის გადაწყვეტილებას ელოდება.

“პირველი შეხვედრა შედგა ახლად არჩეულ მიტროპოლიტთან. [მან] მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის გათავისუფლებული ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიიდან. ამავე დროს ჩემი საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადაეცა. დღესვე მოხდა ამ სინოდალური კომისიის შეკრება, სადაც ღვმდელმთავრები იყვნენ… ეს საუბარი ორმხრივად ჩაწერილია. შესაბამისად, მომეცა პირველი გაფრთხილება. მაქვს სასულიერო პირის სტატუსი და ველოდები ოქმს, სადაც განმაწესებენ მღვდელმსახურებისთვის”,-ამბობს ანდრია სარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი