ახალი ამბები

ახლად არჩეულმა მოსამართლეებმა “ღვთისა და ერის წინაშე” ფიცი დადეს

12 დეკემბერი, 2019 • 1391
ახლად არჩეულმა მოსამართლეებმა “ღვთისა და ერის წინაშე” ფიცი დადეს

პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნულმა იმ მოსამართლეებმა, ვინც პირველად აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფიცი დადეს.

ფიცის დადების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, ქეთევან ცინცაძემ, მამუკა ვასაძემ და ალექსანდრე წულაძემ.

პარლამენტმა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი, რომელთაც რეკომენდაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი