ახალი ამბები

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა

12 დეკემბერი, 2019 • 2372
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა

პარლამენტმა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი, რომელსაც რეკომენდაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია.

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები. ისინი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ბოიკოტს უცხადებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ:

  1. მერაბ გაბინაშვილი – მომხრე – 86, წინააღმდეგი – 1;
  2. მირანდა ერემაძე – მომხრე – 83 , წინააღმდეგი – 1;
  3. მამუკა ვასაძე – მომხრე – 88 , წინააღმდეგი – 0;
  4. მაია ვაჩაძე – მომხრე – 90, წინააღმდეგი – 0;
  5. თამარ ზამბახიძე – მომხრე – 89, წინააღმდეგი – 0;
  6. შალვა თადუმაძე – მომხრე – 89, წინააღმდეგი – 1;
  7. ვლადიმერ კაკაბაძე – მომხრე – 86, წინააღმდეგი – 1;
  8. ლევან მიქაბერიძე – მომხრე – 89, წინააღმდეგი – 1;
  9. გიორგი მიქაუტაძე – მომხრე – 85, წინააღმდეგი – 1;
  10. ნუგზარ სხირტლაძე – მომხრე – 90, წინააღმდეგი – 0;
  11. ლალი ფაფიაშვილი – მომხრე – 88, წინააღმდეგი – 0;
  12. ნინო ქადაგიძე – მომხრე – 85, წინააღმდეგი – 1;
  13. ქეთევენ ცინცაძე – მომხრე – 85, წინააღმდეგი – 1;
  14. ალექსანდრე წულაძე – მომხრე – 87, წინააღმდეგი – 1;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სულ 20 კანდიდატურა იყო წარდგენილი, რომელთაგან მხოლოდ 14-მა მიიღო კომიტეტის რეკომენდაცია.

კანდიდატებმა, რომლებმაც ვერ დაიმსახურეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერა, ვერც სესიაზე მიიღეს საკამრისი ხმები:

  • თამარ ალანია – მომხრე – 0, წინააღმდეგი – 6;
  • პაატა სილაგაძე – მომხრე – 0, წინააღმდეგი – 3;
  • გოჩა ჯეირანაშვილს – მომხრე – 2, წინააღმდეგი – 4;
  • ლაშა ქოჩიაშვილს – მომხრე – 2, წინააღმდეგი – 3;
  • შოთა გეწაძე – მომხრე -2 , წინააღმდეგი – 4;
  • ზაზა თავაძემ თავად მოხსნა თავისი კანდიდატურა.

“ქართულ ოცნებას” მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, ეს 14 პირი არის ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრი, რომელბსაც ლობირებას ხელისუფლება უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი