ახალი ამბები

ხიდაშელი: სააკაშვილს არაფრად უღირს საქართველოს მოქალაქეობა

31 მაისი, 2015 • 1111
ხიდაშელი: სააკაშვილს არაფრად უღირს საქართველოს მოქალაქეობა

“ყველამ ძალიან კარგად დაინახა, როგორი ერთგულია საკუთარი სამშობლოს მიმართ მისი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც არაფრად არ უღირს ის, რაც ყველაზე ძვირფასია ყოველი ჩვენგანისთვის – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და ჩვენი ქვეყნის სამსახური,”– განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და 30 მაისს ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

 

 

 

თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობისათვის მას არ ჭირდებოდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქედ რჩებოდა.

 

 

 

მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს.


მასალების გადაბეჭდვის წესი