ახალი ამბები

სოფო კილაძე ჩაერია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანდატურებმა ჟურნალისტები გვცემეს – თიკო ერაძე

12 დეკემბერი, 2019 • 1602
სოფო კილაძე ჩაერია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანდატურებმა ჟურნალისტები გვცემეს – თიკო ერაძე

“გადატყავებული და დაკაწრული მაქვს ხელები, ვინაიდან ძალადობით, ხელების გადაგრეხვით გამომათრიეს მანდატურებმა”, – აცხადებს “ტაბულას ჟურნალისტი თიკო ერაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, ვისაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

“ჩვეულებრივად ვმუშაობდით, მივედით სინქრონების ჩასაწერად მას შემდეგ, რაც სიტყვიერი დაპირისპირება იყო უმრავლესობის და ოპოზიციის დეპუტატებს შორის. უცებ დაირაზმნენ ეს მანდატურები და დაიწყეს ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან ჟურნალისტების და ოპერატორების გამოთრევა. ამას ყველაფერს უმრავლესობის დეპუტატები უყურებდნენ და არცერთს თავში აზრად არ მოსვლია, რომ მიკროფონი ჩაერთო და მანდატურებისთვის მოეწოდებინა, ნუ ძალადობთ ჟურნალისტებზეო. სოფო კილაძემ თქვა, ჩავერიეთო… კი, ჩაერია მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები გვცემეს მანდატურებმა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ერაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან მივიდა და უთხრა, რომ სიტყვა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას არ ჩაატარებინებდა. მედია მათი საუბრის გადაღებას შეეცადა. ამ დროს დარბაზში ტექნიკური შესვენება იყო გამოცხადებული.

კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გამოაგდეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი