ახალი ამბები

არ გავთქვამთ, ვინ გააკეთა – დიღმელაშვილი პარლამენტში გაშვებულ სუნზე

12 დეკემბერი, 2019 • 1870
არ გავთქვამთ, ვინ გააკეთა – დიღმელაშვილი პარლამენტში გაშვებულ სუნზე

მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განმარტებით, პასუხისმგებლობა სისტემის “აყროლებაზე” მან უნდა აიღოს, ვინც სისტემაშია. ის არ ურყოფს, რომ ისინი პარლამენტში უსიამოვნო სუნის გაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ:

“რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, უშუალო აღმასრულებლები ჩვენ ვერ ვიქნებით, რადგან პარლამენტში არ ვართ”, – ამბობს დიღმელაშვილი.

“ნეგაზეთთან” საუბრისას დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ “სირცხვილია” არ გათქვამს მათ ვინაობას, ვინც სასესიო დარბაზში ამ ეტაპზე გაურკვეველი სახის ნივთიერება შეიტანა, რამაც პარლამენტის სხდომის დროებითი შეწყვეტა გამოიწვია.

მისი განცხადებით, მათ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს სასესიო დარბაზში გავრცელებულ “ფეკალური მასის სუნზე” პასუხისმგებლობას იღებენ, იყო ხუმრობა.

პარლამენტის სესიის მიმდინარეობისას უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა. მისი თქმით, სასესიო დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა უსიამოვნო სუნის სითხე დააქციეს. ამის შემდეგ შესვენება გამოცხადდა. პარლამენტში სამედიცინო დახმარება რამდენიმე ადამიანს დასჭირდა, მათ შორის, დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს.

სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე – ვოლსკი „სირცხვილიაზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი